ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე - ვინარჩუნებთ ინტერესს და მზადყოფნას ასეთი მოლაპარაკებებისთვის - კიევს ეცნობა კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია

დიმიტრი პესკოვი რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე - ვინარჩუნებთ ინტერესს და მზადყოფნას ასეთი მოლაპარაკებებისთვის - კიევს ეცნობა კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია

კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია კიევს ეცნობა, დებულებები უკრაინულ მხარეს წერილობით გადაეცა, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„ვინარჩუნებთ ინტერესს და მზადყოფნას ასეთი მოლაპარაკებებისთვის, ჩვენი ყველა პოზიცია გადაეცათ, შესაბამისი პროექტები, ასე ვთქვათ, ძირითადი დებულებები უკრაინულ მხარეს წერილობით გადაეცა“, - განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, როგორც რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შესაძლო შეხვედრაზე კომენტირებისას პესკოვმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ უმაღლეს დონეზე ნებისმიერი შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული.
„პუტინი მიიჩნევს, რომ უმაღლეს დონეზე ნებისმიერი შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული“, - განაცხადა პესკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.