ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, ჯარების განლაგების საკმაოდ ზუსტი გეგმა აქვს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, ჯარების განლაგების საკმაოდ ზუსტი გეგმა აქვს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, უკრაინაში ჯარების განლაგების საკმაოდ ზუსტი გეგმა აქვს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გეგმას აშშ-ის მხარდაჭერა ექნება.
გამოცემასთან ინტერვიუში ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უმნიშვნელოვანესია.
ამასთან, როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყება, ხუთშაბათს, 4 სექტემბერს, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ შეხვედრას გამართავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.