არქივი27 თებერვალი, 2024, 13:43
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება დაამტკიცა
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. როგორც უკრაინული მედია წერს, მაკროფინანსური დახმარების პაკეტი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა (536 ხმით). მის წინააღმდეგ 40 დეპუტატი წავიდა, 39-მა კი თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს ევროკავშირის ლიდერებმა დაძლიეს უნგრეთის წინააღმდეგობა და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.