ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესის სამსახურმა გაავრცელა.
27 თებერვლის პლენარულ სესიაზე უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება 536 ხმით მიიღეს. კენჭისყრის მიხედვით, დახმარების გამოყოფის წინააღმდეგი 40 დეპუტატი იყო, ხოლო 39-მა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინა დახმარების პირველ ნაწილს მარტში მიიღებს. 1-ელ თებერვალს ევროკავშირმა უნგრეთის წარმომადგენლებთან შეთანხმებას მიაღწია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.