ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობის რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია „საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოკლული საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ“. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტის რამდენიმე ჯგუფია, ინიციატორი კი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა. დოკუმენტის მიღებას მხარი ევროპარლამენტის 495-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 7, 50-მა კი თავი შეიკავა.
ევროპარლამენტი ითხოვს მიზანმიმართული სანქციების შემოღებას იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების, საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გინტურის მკვლელობა და დოთიაშვილის გატაცება ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გაფართოების პაკეტის წარდგენის წინა დღეს[6 ნოემბერს] მოხდა. ევროპარლამენტი მიუთითებს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის აშკარა უგულებელყოფაზე, მათ შორის ეთნიკური დისკრიმინაციის, მავთულხლართების და ბარიერების დამონტაჟებისა და უკანონო სამხედრო წვრთნების გზით; დახურვა ე.წ საგუშაგოები ადმინისტრაციულ საზღვრებზე.
ცნობისთვის, თამაზ გინტური საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს. გინტური 2 თანასოფლელთან ერთად, ჯერ სოფლის სასაფლაოზე იყო წასული, შემდეგ კი ლომისის ეკლესიაში სანთლის დასანთებად მივიდა. მან ლევან დოთიაშვილთან ერთად ოკუპანტების მიერ აჭედილი ლომისის ეკლესიის კარი შეამტვრია. ამის შემდეგ კი რუსი სამხედროები დაესხნენ თავს, რომლებმაც გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი გაიტაცეს და 4-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ