ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი - „ქართული ოცნება“ თუ კოშმარი? უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსული დიქტატურიდან იმპორტს წარმოადგენს, რომელიც ყველა დემოკრატიულ პროცესს, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციას მოწამლავს

უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსული დიქტატურიდან იმპორტს წარმოადგენს, - ამის შესახებ ყოფილმა ევროპარლამენტარმა, რებეკა ჰარმსმა განაცხადა.
„ქართული ოცნება თუ კოშმარი? უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსული დიქტატურიდან იმპორტს წარმოადგენს, რომელიც ყველა დემოკრატიულ პროცესს, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციას მოწამლავს“, - წერს რებეკა ჰარმსი X-ზე.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.