ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი – „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატების მიღწევა სურს

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი შეშფოთებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით, რომელიც ადრე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გადაიდო.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონპროექტის აღდგენა, რომელიც მედია საშუალებებს უცხოური კონტროლის ქვეშ აყენებს, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ პრეტენზიასთან შესაბამისობაში იყვნენ ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან. ის საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ“, – განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა, გულნოზა საიდმა.
მისივე თქმით, საქართველოს მმართველმა პარტიამ კანონი უნდა გაიწვიოს.
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს კანონი და უარი თქვას „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონმდებლობაზე, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატების მიღწევა სურს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ