ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა

თორნიკე შენგელიას ახალმა კლუბმა, „დუბაიმ“, ევროლიგის ახალი გათამაშება ხმაურიანი წარმატებით გახსნა. საკუთარ არენაზე მიღებული ტიტულოვანი „მადრიდის რეალი“ დუბაელებმა 78:77 დაამარცხეს.
ეროვნული გუნდის კაპიტანი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. პარკეტზე დათმობილ 15:16 წუთში ქართველმა ფორვარდმა 5 ქულა და 8 მოხსნა (მათ შორის 5 მეტოქის ფარზე) მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ მოხსნების რაოდენობით შენგელიამ ორთავე კოლექტივში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ამასთან, თორნიკემ 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო და მეტოქეებიც მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი ამერიკელი დუეინ ბეიკონი აღმოჩნდა 24 ქულით. რაც შეეხება „რეალს“, მათ რიგებში მონაგარი შედარებით თანაბრად გადანაწილდა: ტიმოთე ლუვავუ-კაბარომ და ტეო მალედონმა 11-11 ქულა დააგროვეს, ხოლო მიკაელ იანტუნენმა და დამიან ჯონსმა ანგარიშზე 10-10 ქულა ჩაიწერეს.
ევროლიგის მორიგ შეხვედრას „დუბაი“ 29 სექტემბერს, შენგელიას ყოფილი გუნდის, „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს, 27 სექტემბერს კი ადრიატიკის ლიგაში „ვენას“ უმასპინძლებს.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.