პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკომისიის პრეზიდენტი Forbs-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დენ ლაიენი Forbs-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. უახლესი რეიტინგის მიხედვით, პირველი ოთხი ადგილი პოლიტიკოსმა ქალებმა გაინაწილეს.
ევროკომისიის პრეზიდენტის შემდეგ, ყველაზე გავლენიან ქალებს შორის დასახელდნენ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. ხუთეულს ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი ხურავს.
FORBES-მა სია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეადგინა. მათ შორისაა, ფული, მედია, ძალაუფლება, გავლენის მასშტაბი და ა.შ. გამოცემის მიხედვით, ქალები, რომლებიც ამ სიაში მოხვდნენ, ქმნიან პროდუქტს და აყალიბებენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენ სამყაროს.
რეიტინგის სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.