IEP 2023 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო და საშიში ქვეყნების სიას აქვეყნებს
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) გლობალური მშვიდობის ინდექსის მე-17 ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში მსოფლიოს ყველაზე საშიში და უსაფრთხო ქვეყნების სია გამოაქვეყნდა, რომელშიც 163 სახელმწიფო არის შეფასებული.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე საშიშ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე უკვე 8 წელია ავღანეთია.
საშიში ქვეყნების ათეულში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ:
· ავღანეთი
· იემენი
· სირია
· სამხრეთ სუდანი
· კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
· უკრაინა
· რუსეთი
· სომალი
· სუდანი
· ერაყი
2008 წლის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისლანდიაა. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხო ქვეყნების პირველ ათეულში 7 სახელმწიფო ევროპულია.
კვლევის მიხედვით უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდნენ:
· ისლანდია
· დანია
· ირლანდია
· ახალი ზელანდია
· ავსტრია
· სინგაპური
· პორტუგალია
· სლოვენია
· იაპონია
· შვეიცარია
IEP-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით საქართველო გლობალური მშვიდობის ინდექსით 94-ე ადგილზეა. რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს წინ უსწრებს მოლდოვა, სომხეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.