ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დასაწყებად სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დასაწყებად სომხეთს ეწვევა

9 სექტემბერს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დასაწყებად სომხეთს ეწვევა.

მარგარიტის შინასი შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან.
ევროკომისიამ, შინასის ვიზიტის დაანონსებისას განაცხადა, რომ დიალოგის დაწყება, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან ძლიერი სიგნალია სომხეთთან ძლიერი პარტნიორობის გაღრმავებისადმი ერთგულების შესახებ.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სომხეთში მისიის გაფართოებასა და ვიზალიბერალიზაციაზე დისკუსიის გააქტიურებას მხარი დაუჭირეს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, სომხეთში მისია გაზარდოს.
ბორელის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს სომხეთში სამოქალაქო მისიის გაზრდის წინადადებას, რომელიც „აზერბაიჯანთან საზღვრის რთულ მონაკვეთებზე“ მეტი პატრულირების განხორციელების შესაძლებლობას შექმნის.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროპის მშვიდობის ფონდიდან სომხეთის შესაძლო მხარდაჭერა და სომხეთის მოქალაქეებისთვის „ვიზა ლიბერალიზაციის ვარიანტი.“
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ეს გადაწყვეტილება ევროკომისიას შესაბამის დროში წარედგინება, რის შემდეგაც კომისიამ უნდა შეიმუშაოს წინადადებები გადაწყვეტილების განსახორციელებლად. ამ წინადადებებით გაირკვევა, რამდენად და რა ფორმით გაფართოვდება სომხეთში განთავსებული ევროკავშირის მისია (EUMA), და რა ტიპის დახმარებას მიიღებს ერევანი ბრიუსელისგან. ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას, თავის მხრივ, ბლოკის 27-ვე წევრმა უნდა გაუკეთოს რატიფიცირება.
წყარო: europetime.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.