ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთმა და ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

სომხეთმა და ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

სომხეთმა და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გადახედვაზე მოლაპარაკებები დაიწყეს,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასსთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებში შესამჩნევი ცვლილებებია: იწყება მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციაზე, მიღებულია გადაწყვეტილება „ევროპის მშვიდობის ფონდის“ საშუალებით სომხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის შესახებ, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ახლა სომხეთში მიმდინარეობს დისკუსიები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერევანმა მოისმინოს ევროკავშირელი პარტნიორების დაკვირვებები და რჩევები.
შეგახსენებთ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასი სომხეთში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად ჩავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.