არქივი27 ნოემბერი, 2023, 14:57
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვერა იუროვა კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკომისარი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვა ავრცელებს.
ვერა იუროვას ცნობით, კიევში ვიზიტის ფარგლებში მან უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განიხილა.
„მნიშვნელოვანია ხარისხი და სიჩქარე. მე პატივი მქონდა უმაღლესი რადას ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განმეხილა“, - წერს იუროვა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.