პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკომისია - ურსულა ფონ დერ ლაიენს კარგი საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან

ევროკომისია - ურსულა ფონ დერ ლაიენს კარგი საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის კარგი საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა სავაჭრო საკითხებში, ოლოფ გილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის მიზანი კვლავ ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმების 9 ივლისისთვის მიღწევაა.
„გვსურს აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა. გვსურს თავიდან ავიცილოთ ტარიფები. მიგვაჩნია, რომ ისინი ტკივილს იწვევენ. ჩვენ გვსურს ორმხრივად მომგებიანი შედეგების მიღწევა და არა ორმხრივად წამგებიანი შედეგები“, - აღნიშნა ოლოფ გილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირი მოითხოვს ავტომობილებზე ტარიფების დაუყოვნებლივ შემსუბუქებას, რომელიც ამჟამად 29.5%-ს შეადგენს და ასევე ტარიფების შემცირებას ფოლადზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.