ევროკომისია: განიხილება გარკვეული კატეგორიის პირებისთვის ვიზების შესაძლო შეჩერება

საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე საპასუხოდ, ევროკომისია განიხილავს “გარკვეული კატეგორიის პირებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურებას”.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ “ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის შესრულების გაგრძელების მიზნით, ქვეყანამ უნდა გადადგას დამატებითი სასწრაფო ნაბიჯები კომისიის რეკომენდაციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სფეროში”.

საქართველოსთან მიმართებით, ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, განიხილება გარკვეული პირებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება. კომისია მიიჩნევს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად და ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის შესრულების გაგრძელების მიზნით, ქვეყანამ უნდა გადადგას დამატებითი სასწრაფო ნაბიჯები კომისიის რეკომენდაციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სფეროში” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა – ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიათათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არასდროს დაუდგენია