ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკომისიამ APPLE 1.8 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

ევროკომისიამ კომპანია Apple ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო 1.8 მილიარდი ევროთი დააჯარიმა.
დასკვნის მიხედვით Apple თითქმის 10 წლის განმავლობაში, თავის დეველოპერებს, App Store-ის მომხმარებლებისთვის უფრო სარფიანი შეთავაზებების შეტყობინებას უკრძალავდა.
გამოძიება 2019 წელს დაიწყო, როდესაც Apple-ის წინააღმდეგ სარჩელი მუსიკალურმა პლატფორმა Spotify-მ შეიტანა.
დაჯარიმებული კომპანიის წარმომადგენლები ბრალს არ აღიარებენ და ევროკომისიის გადაწყვეტილებას შეცდომად მიიჩნევენ.
"პატივს ვცემთ ევროკომისიას, მაგრამ მათ მიერ წარმოდგენილი ფაქტები უბრალოდ არ შეესაბამება რეალობას". – წერია Apple-ს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.