არქივი1 დეკემბერი, 2024, 19:21
ევროკომისარი მარტა კოსი - ქართველო ხალხო, დაგპირდნენ ევროპას კონსტიტუციით და აშკარად გსურთ მისი შესრულება, ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ - ვგმობ ნებისმიერ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ

ქართველო ხალხო, თქვენ დაგპირდნენ ევროპას კონსტიტუციით და აშკარად გსურთ მისი შესრულება. ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკიმისარი მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, კაია კალასთან ერთად გავრცელებულ განცხადებას აზიარებს.
„ვგმობ ნებისმიერ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და ვიზიარებ სერიოზულ შეშფოთებას დემოკრატიული სტანდარტების უკუსვლის გამო“, - წერს მარტა კოსი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.