ევროკომისარი მარტა კოსი: ევროკავშირი თქვენს მხარეს არის

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში – მარტა კოსი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს:
“დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში შექმნილ შემაშფოთბელ ვითარებაზე. ვაქებ საქართველოს ხალხის გაბედულ პრინციპულობას ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლის გაგრძელებაში. თქვენი ნება უნდა იყოს გათვალისწინებული. აღარავითარი ძველებურად გაგრძელება. ევროკავშირი თქვენს მხარეს არის”.
მანამდე, 1 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი კაია კალასი და ევროპული საბჭო პრეზიდენტი ანტონიო კოსტა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის საგარეო უწყება – 2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა შეთანხმების დარღვევით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა