ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი დღეიდან შედის ძალაში

ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი დღეიდან შედის ძალაში

დღეიდან ძალაში შედის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი მექანიზმი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე წინა ვერსია.
მექანიზმი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას: შეჩერების ამოქმედებისთვის საჭირო ზღვარის შემცირებას. ევროკომისიის განცხადებით, ახალი წესები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად მოახდინოს რეაგირება პრობლემებზე.
როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, მექანიზმი მუშაობს ეტაპობრივად: პირველ ეტაპზე შეჩერება შეეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, ხოლო მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება, შეჩერება გავრცელდება მთელ მოსახლეობაზე.
ამასთან, ევროკომისიის მიერ მომზადებულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ახალი მექანიზმის მიზანია, ევროკავშირმა უკეთ გაართვას თავი უვიზო რეჟიმებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
ევროკომისიის მიერ მომზადებული ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ყოველწლიური ანგარიში 19 დეკემბერს გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ევროკომისიის ანგარიში მოიცავს 64 ქვეყანასა და ტერიტორიას, რომლებთანაც ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს – დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, აღმოსავლეთ კარიბის და ლათინური ამერიკული ქვეყნები.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.