ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს
„არ მგონია, რომ საღი აზრისგან ისე დაიცალოს ევროკავშირის ბიუროკრატია, რომ ეს ნაბიჯი გადადგან,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა, ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმის კომენტარისას.
მისივე თქმით, ევროკავშირი ამ მექანიზმის ამოქმედებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს.
„იმის მოლოდინი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გამოიყენებენ უვიზო რეჟიმის შეჩერების ამ ახალ პროცედურას, არ მაქვს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი – საქართველო ყველა ტექნიკურ-ობიექტურ კრიტერიუმს აბსოლუტურად პირწმინდად და 100%-იანი შესრულებით ასრულებს, ხოლო მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ მათ სურთ ეს პროცედურა გამოიყენონ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად, აქაც ნაკლებად ვხედავ ალბათობას იმიტომ, რომ ეს იარაღი უკვე მოცვდა და დაკარგა თავისი სიმწვავე.
ევროკავშირი ამ მექანიზმის ამოქმედებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს. საქართველოს მტერი ვინც არის კარგად მოგეხსენებათ.
არ მგონია, რომ საღი აზრისგან ისე დაიცალოს ევროკავშირის ბიუროკრატია, რომ ეს ნაბიჯი გადადგან,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.