არქივი18 დეკემბერი, 2025, 18:23
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" კიდევ 41 ხომალდს

ევროკავშირმა შეზღუდვები შემოიღო რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 41 ტანკერის წინააღმდეგ - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
სანქციათა ნუსხაში შეტანილ ხომალდებს ეკრძალებათ წვდომა ევროკავშირის პორტებთან და სერვისების ფართო სპექტრი, რომელიც საზღვაო გადაზიდვებს უკავშირდება.
ევროკავშირის საბჭოში აღნიშნეს, რომ "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერებს ნავთობი გადააქვთ შეზღუდვების გვერდის ავლით და რუსეთისთვის მოგება მოაქვთ ენერგომატარებლებიდან.
საერთო ჯამში, სანქციათა სიაში უკვე 600-მდე ხომალდია შეტანილი.
ფორუმი
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.