ევროკავშირმა აშშ-ის საქონელზე საპასუხო საბაჟო გადასახადების დაწესება გადადო

ევროკავშირმა აშშ-ის საწინააღმდეგოდ გამოცხადებული საპასუხო საბაჟო გადასახადების დაწესება გადადო.
საბაჟო გადასახედების შემოღება ორ ეტაპად იყო დაგეგმილი – აპრილის დასაწყისში და შემდეგ აპრილის შუა რიცხვებში. ევროკავშირის კომისიამ ბრიუსელში გამოაცხადა, რომ ყველა დაგეგმილი გადასახადი ამერიკულ პროდუქტებზე აპრილის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება.
ევროკომისარმა ვაჭრობის სფეროში, მაროშ შეფშოვიჩმა განაცხადა, რომ გადავადების მიზანია აშშ-სთან მოლაპარაკებისთვის დამატებითი დროის მოგება.
ევროკავშირმა საპასუხო ტარიფების შემოღება აშშ-ის მიერ ევროპულ ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ გამოაცხადა.
სავაჭრო სფეროში კონფლიქტი გაჩაღდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ. მისი თქმით, ძალიან აწუხებს ევროპის ქვეყნებთან თავისი ქვეყნის სავაჭრო დეფიციტი.

როცა ევროკომისიამ აშშ-იდან იმპორტირებულ საქონელზე საპასუხო გადასახადების შემოღების შესახებ გამოაცხადა, ითქვა, რომ ზომები მიზნად ისახავს, დაიცვას ევროპული ბიზნესი, მშრომელები და მომხმარებლები ვაშინგტონის მხრიდან „არაგონივრული სავაჭრო შეზღუდვების“ გავლენისგან.
12 მარტს შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირიდან ფოლადის, ალუმინის და ფოლადისა და ალუმინის შემცველი ზოგიერთი პროდუქტის იმპორტზე 25-პროცენტიანი ტარიფები დააწესა.
ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა გადაწყვიტა, განაახლოს 2018 და 2020 წლების ძველი გადასახადები ამერიკული წარმოების 6,4 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელზე, მათ შორის ვისკისა და მოტოციკლებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?