ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გადასცემს
ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე ოდენობის სესხს გადასცემს, რომელიც „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთანხმებული გეგმის ფარგლებში გამოიყოფა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ევროკომისია უკრაინას „დიდი შვიდეულის“ ვალდებულებების ფარგლებში 35 მილიარდ ევრომდე სესხს გადასცემს. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენაში“, - წერს უსრულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, რუსეთის დაუნდობელი თავდასხმები ნიშნავს, რომ უკრაინას ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება.
აღნიშნული სესხი არის „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომლის მიზანი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებით თანხების მოძიებაა.
შეგახსენებთ, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ipn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.