,, ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო” – კალაძე

ქართული ოცნების თბილისის მერს, კახა კალაძეს ჟურნალისტებმა კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივი განცხადების შეფასება სთხოვეს, რაზეც მან თქვა, რომ პარტიას ამაზე საერთო მესიჯი ხვალ ექნება.
ჟურნალისტმა კალაძეს ჰკითხა, როგორია პირადად მისი პოზიცია, რაზეც მან უპასუხა: “ჩემი პოზიცია მარტივია – არც კალასი და არც მეორე, რა გვარია?.. ვერ გიშველით იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ გიჭერთ მხარს”.
“ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო. ერთი რამ უნდა გაიგოთ თქვენ – ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არიან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები და არა ვიღაც კალასები, მალასები და ვიღაცები გარედან. გაიგეთ ეს და გაითავისეთ. ამ ქვეყანას მართავს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ოპოზიციური სპექტრი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი”- თქვა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა