ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება” – კახა კალაძე

ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება” – კახა კალაძე

ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება” – კახა კალაძე
მე გავაკეთე ჩემი არჩევანი, პირველი, რა თქმა უნდა, მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს, – განაცხადა თბილისის მერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ.
„ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო, მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ჩვენი დედაქალაქისთვის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, რჩება პრობლემები. საზოგადოებას საარჩევნო კამპანიისას წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები, თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, რა გაკეთდება თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თუნდაც ეკოლოგიური თვალსაზრისთ, ეკო პოლიტიკის მიმართულებით, ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, ახალი პროექტები, რომელიც დედაქალაქში იქნება ტრამვაის და მეტროს სახით, ატრაქციონების პარკი და ა.შ.
ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და რა თქმა უნდა მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ
Previous: არჩილ ნიჟარაძე: თითოეული მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში წარმოადგენს დემოკრატიისადმი ერთგულებისა და ხალხის ნების პატივისცემის საუკეთესო გამოხატულებას

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.