არქივი20 იანვარი, 2024, 15:27
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს - Bloomberg
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პაკეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის მეორე წლისთავზე უნდა მიიღონ.
სააგენტო წერს, რომ ევროკავშირი აპირებს ე.წ. შავი სია გააფართოოს, დააწესოს დამატებითი სავაჭრო შეზღუდვები და მიიღოს ახალი ზომები, რათა რუსეთმა მოქმედი სანქციების გვერდის ავლა ვეღარ შეძლოს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტი დეკემბრის შუა რიცხვებში დაამტკიცა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.