ევროკავშირი: კატეგორიულად ვგმობთ ხელისუფლების დეზინფორმაციას „ომში ჩათრევასა“ და „არატრადიციული ღირებულებების თავს მოხვევაზე“

ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანუარ ელ ანუნი ევროკავშირის სახელით განცხადებას ავრცელებს საქართველოს ხელისუფლების „დეზინფორმაციაზე“.
„ევროკავშირი კატეგორიულად გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით“, – წერა 25 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
„ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც შეიცავს ცრუ ინფორმაციას, თითქოს ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. „არატრადიციული ღირებულებების“ თავს მოხვევას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს“, – აცხადებს ევროკავშირი.
„რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და [საზოგადოების] გამყოფი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ ემსახურება, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება“, – წერია განცხადებაში.
მხარდაჭერა ელჩ ჰერჩისნკის
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მწვავე განცხადებების ფონზე, ევროკავშირმა მხარდაჭერა გამოუცხადა ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩისნკის.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ განხორციელებულ პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში“, – წერია ამავე განცხადებაში.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ ფიგურას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ პირად თავდასხმებს და იმუშაონ ქვეყნის მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის“, – წერია 25 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა