ევროკავშირის პრესსპიკერი – პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია – ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ წამაქეზებელ პერსონალურ თავდასხმებს, ევროპული მომავლისთვის იმუშაონ

მტკიცედ ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს, – ამის შესახებ განცხადებასამის შესახებ ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია,რომ ელჩს ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ წამაქეზებელ პერსონალურ თავდასხმებს, ევროპული მომავლისთვის იმუშაონ საკუთარი მოსახლეობისთვის.
“ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით. ბოლო განცხადებები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ თითქოსდა ევროკავშირი საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. “არატრადიციული ღრებულებების” თავს მოხვევას ცდილობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენენ.
ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გახლეჩის შემომტანი ნარატივებით ძირის გამოთხრა მხოლოდ იმათ არგებს, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.
მტკიცედ ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის [პაველ ჰერჩინსკის] წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ზრდაში. მას ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია. საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ წამაქეზებელ პერსონალურ თავდასხმებს, და ევროპული მომავლისთვის იმუშაონ საკუთარი მოსახლეობისთვის.
ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და სანდო პარტნიორია. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი თავის ურყევ მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ გამოხატავს ქართველ ხალხთან თავის ურყევ სოლიდარობასა და მზაობას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მათ გზაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა