ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, ერტ იან კოპმანი საპარლამენტო პარტიებს ხვდება

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, ერტ იან კოპმანი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში საპარლამენტო პარტიებს ხვდება.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იქნება ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, საპროტესტო აქციებზე ძალის გამოყენება და სანქციების შესაძლო დაწესება.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, შეხვედრაზე ის ასევე ისაუბრებს პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და სხვა ახალგაზრდების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.
"ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის ევროკავშირის მხრიდან, როცა ასეთი მაღალი წარმომადგენელი ჩამოდის, რომელიც უშუალოდ აღჭურვილია ევროკომისიის პრეზიდენტის ნდობით. იცით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები განიხილავენ პერსონალურ სანქციებს იმ 83 მოღალატის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს "რუსულ კანონს" და ასევე, სხვა ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც მათ შორის მონაწილეობენ ძალადობასა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ უკანონობაში, მათ შორის საუბარია კონკრეტულ სპეცრაზმელებსა და პოლიციელებზე, რომლებიც გასცემენ ან უკანონო, ძალადობრივ დავალებებს, იქნება ეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თუ იმ ათობით ახალგაზრდის წინააღმდეგ, რომელიც ხდება ანგარიშსწორების სამიზნე რუსული ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.