ჰერმან საბო – ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა, რომ კანონი, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება, შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ მომავალთან – ვიმედოვნებთ, ვიზიტი პროდუქტიული იქნება და შედეგებს ვნახავთ

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს კანონი, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება, შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ მომავალთან , – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ჰერმან საბომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, ხერტ იან კოპმანი საპარლამენტო პარტიებს შეხვდა.
ჰერმან საბოს განმარტებით, ქვეყანაში არსებული ვითარების მოგვარება სურთ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ საერთაშორისო პარტნიორებსაც.
“უფრო მეტი კონკრეტიკა და სხვა განცხადებები ალბათ, მათგან უნდა მოვისმინოთ, მას შემდეგ, რაც ყველა მხარე შეხვდება, შეაჯამებენ თავიანთ პოზიციებს, ამოწურავენ ან იპოვიან ახალ გზებს იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ. აქედან გამოსვლა გვინდა ჩვენ, უნდათ ევროკავშირში ჩვენს მეგობრებსაც და დარწმუნებული ვარ, არც “ქართულ ოცნებას” არ აწყობს დიდად სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს მათ შიგნით დაპირისპირებაში. ასე, რომ ვიმედოვნებთ, ეს ვიზიტი, რომელიც დროული იყო, ძალიან პროდუქტიული იქნება და შედეგებს ყველა ერთად ვნახავთ” , – განაცხადა საბომ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა