არქივი18 ნოემბერი, 2024, 10:08
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოზე და ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელებს.
საბჭოს სხდომა ბრიუსელში ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება. საკითხზე მთავარი მომხსენებელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი იქნება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.