ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, დღეს, 18 ნოემბერს, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.
საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.
საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ – ევროკავშირის პასუხზე რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ.
ამასთან, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირი- ურთიერთობებს. კერძოდ, ევროკავშირის მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს -ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით.
ასევე, განხილვის თემა იქნება მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. საბჭო გამართავს დისკუსიას ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდის მოვლენებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება