ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის მინისტერიალზე წარვადგენ დოკუმენტს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. გადაწყვეტილებები არ იქნება დღეს, რადგან დღეს დისკუსიაა

ევროკავშირის მინისტერიალზე წარვადგენ დოკუმენტს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. გადაწყვეტილებები არ იქნება დღეს, რადგან დღეს დისკუსიაა
მე წარვადგენ დოკუმენტს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. გადაწყვეტილებები არ იქნება დღეს, რადგან დღეს დისკუსიაა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა.
„არ დაგვავიწყდეს საქართველო. განვიხილავთ საქართველოში არსებულ სიტუაციას. ერთი რამ ნათელია – ევროკავშირის კარი, რომ საქართველო გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა ამ გზას გააგრძელებს, რასაც ახლა აკეთებენ, მაშინ ეს კარი დაიხურება და ქართველ ხალხს მოუწევს შედეგების გადახდა. ევროპული პერსპექტივა შეიძლება გაუქმდეს, ვსაუბრობთ სერიოზულ შედეგებზე. თუ ასე გაგრძელდება, ევროკავშირის კარი არ გაიღება. [ევროკავშირის მინისტერიალზე] მე წარვადგენ დოკუმენტს რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. გადაწყვეტილებები არ იქნება დღეს, რადგან დღეს დისკუსიაა, იქნება სრული ანალიზი. დღეს არ ელოდოთ გადაწყვეტილებას, რადგან ანალიზისა და პოლიტიკური ორიენტაციის დღეა. რაც შეეხება ზომებს, ფინანსური დახმარების და მაღალი რანგის პოლიტიკური კონტაქტის შეწყვეტაა“, – აღნიშნა ბორელმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. დღის წესრიგის მიხედვით, ევროპელი დიპლომატები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ და, როგორც თავად ამბობენ, მსჯელობენ გამჭვირვალობის კანონის მიღების საპასუხო ზომებზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.