ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის ლიდერები დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავენ

ევროკავშირის ლიდერები დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავენ

თბილად მივესალმები დანიას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას იწყებს. მოუთმენლად ველი უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი ევროპის შექმნაზე ერთად მუშაობას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „დანიური პრაგმატიზმისა და ლიდერობის წყალობით, ევროპა საიმედო ხელშია“.
დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც.
„მოდით, ერთად ვიმუშაოთ უფრო ძლიერი და უსაფრთხო ევროპისთვის - მზად ვიყოთ წარმატების მისაღწევად ცვალებად სამყაროში“, - წერს კალასი სოციალურ ქსელში.
დანიას წარმატებულ ექვს თვეს უსურვებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.
„გისურვებთ წარმატებებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. ძვირფასო მეტე ფედერიქსენო, მოუთმენლად ველი ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას“, - წერს კოშტა.
შეგახსენებთ, დანიამ დღეს პოლონეთისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ექვსი თვით ოფიციალურად გადაიბარა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.