ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

დანიამ დღეს პოლონეთისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ექვსი თვით ოფიციალურად გადაიბარა.
Euronews-ი წერს, რომ ახალი თავმჯდომარე ქვეყნის დღის წესრიგის ორი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოება და კონკურენტუნარიანობაა.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ თავმჯდომარე ქვეყნის ამოცანა, როგორც წესი, რთული გამოწვევაა, მაგრამ ის უფრო რთული იქნება იმ უკიდურესი გაურკვევლობისა და არასტაბილურობის შედეგად, რომლის წინაშეც ევროკავშირი დღეს დგას.
„უსაფრთხოება ნათლად არის განსაზღვრული, როგორც მთავარი პრიორიტეტი. გვაქვს ნატოს ახალი მიზანი, რომელიც მიღებულია. ამისათვის ჩვენ გვჭირდება ევროპის გადაიარაღება. როგორც კი ნატო-ს მიზანი მიღწეული იქნება, სხვა საკითხების უმეტესობა ევროკავშირის პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია და რადგან არასტაბილურია, საშიშია“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა გამოცემა Politiken-თან ინტერვიუში, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მერვედ გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს