“ევრაზიის ახალი განთიადი” – დავოსში დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას

“ევრაზიის ახალი განთიადი” – ასეთი სახელწოდება აქვს დავოსში დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის მონაწილეები მთავარ აქცენტს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გააკეთებენ.
კიდევ ერთ პანელურ დისკუსიაზე ერთ-ერთ სპიკერად იყო წარმოდგენილი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. განხილვის თემა ამჯერად ადამიანის სისხლსა და ჰაერში ტყვიის შემცველობის გლობალური პრობლემები იყო. საქართველოს პრემიერი შეხვედრაზე USAID-ის ადმინისტრატორმა მიიწვია. სამანტა პაუერი დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილეც იყო. მან სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირების კუთხით საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.
ტყვიით მოწამვლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალურ გამოწვევად დაასახელა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს შესახებ საუბრისას მან ხაზი გაუსვა USAID-ისა და UNICEF-ის მიერ გაწეულ დახმარებას.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ McKinsey Global Health Institute-ის დირექტორი და ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკისა და ინვესტიციების საკითხებში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით