ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ევრაზიის ახალი განთიადი“ - დავოსში დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას

“ევრაზიის ახალი განთიადი" - ასეთი სახელწოდება აქვს დავოსში დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის მონაწილეები მთავარ აქცენტს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გააკეთებენ.

კიდევ ერთ პანელურ დისკუსიაზე ერთ-ერთ სპიკერად იყო წარმოდგენილი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. განხილვის თემა ამჯერად ადამიანის სისხლსა და ჰაერში ტყვიის შემცველობის გლობალური პრობლემები იყო. საქართველოს პრემიერი შეხვედრაზე USAID-ის ადმინისტრატორმა მიიწვია. სამანტა პაუერი დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილეც იყო. მან სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირების კუთხით საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

ტყვიით მოწამვლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალურ გამოწვევად დაასახელა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს შესახებ საუბრისას მან ხაზი გაუსვა USAID-ისა და UNICEF-ის მიერ გაწეულ დახმარებას.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ McKinsey Global Health Institute-ის დირექტორი და ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკისა და ინვესტიციების საკითხებში.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.