ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ღვთის გამოცხადებას ზეიმობს

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ღვთის გამოცხადებას ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ღვთის გამოცხადებას – ყრმა იესოსადმი მოგვთა თაყვანისცემას ზეიმობს.
მათივე ცნობით, ღვთის გამოცხადების აღნიშვნა ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ტრადიციაა და მას წარმართი მეფეების- კასპარის, მელქიორისა და ბალთაზარის, სამი მეფის ზეიმსაც უწოდებენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს დღესასწაულს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)