არქივი12 იანვარი, 2025, 11:21
დღეს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ქრისტეს ნათლისღებას აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას ქრისტეს ნათლისღებას ულოცავს.
„დღეს საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ნათლისღებას - უფლის განცხადების დღესასწაულს აღნიშნავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ უფლის განცხადების დიდ დღესასწაულს, სიკეთესა და მშვიდობას გისურვებთ“, - აღნიშნულია მილოცვაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.