ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევანგელურ­-ლუთერული ეკლესია მოსავლის აღების დღეს ზეიმობს

ევანგელურ­-ლუთერული ეკლესია მოსავლის აღების დღეს ზეიმობს

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მოსავლის აღების დღეს აღნიშნავს. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„დღეს ლუთერები მადლობას უხდიან ღმერთს მოსავლისთვის. ეს ლუთერების ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, რომელიც მოსავლის აღება-დაბინავებას, ნაყოფიერებასა და ოჯახის კეთილდღეობას უკავშირდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს, კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს მათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.