ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ედგარს რინკევიჩი - შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს დავესწრები

ლატვია შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
„უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გავმართე. მე შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს დავესწრები“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.
ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
შეგახსენებთ, 15-16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.