არქივი26 იანვარი, 2025, 22:54
ეგზიტპოლის თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 87.6% აიღო

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ეგზიტპოლის თანახმად, ამომრჩეველთა 87.6 პროცენტმა მხარი მოქმედ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაუჭირა.
მეორე ადგილზე სერგეი სირენკოვი გავიდა 2.7 პროცენტით, 1.8 პროცენტი აიღო ოლეგ გაიდუკევიჩმა, 1.6 პროცენტი ანნა კანოპაცკაიამ, ხოლო ალექსანდრ ხიჟნიაკმა ხმების 1.2 პროცენტი.
ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა 5.1%-მა ხმა ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა.
გამოკითხვაში 11 948 ადამიანი მონაწილეობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.