ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში, ოფიციალური ეგზიტპოლის მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკო ხმების 87,6%-ით იგებს

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში, ოფიციალური ეგზიტპოლის მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკო ხმების 87,6%-ით იგებს

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკო ხმების 87,6%-ით იგებს. ეს არის ოფიციალური ეგზიტპოლის მონაცემები, რომელიც სახელმწიფო სააგენტო BelTA-ს მოჰყავს. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ოფიციალურ წინასწარ შედეგებს, სავარაუდოდ, ორშაბათს ღამით გამოაცხადებს.
ბელარუსის 70 წლის ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო მეშვიდე საპრეზიდენტო ვადით ხელახლა ირჩევა. ის ქვეყანას 1994 წლიდან ხელმძღვანელობს. 2020 წლის არჩევნების შედეგებს, მასიური და გახანგრძლივებული საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც დღემდე არ დასრულებულა. რეპრესიები არც ქვეყანაში და არც მის ფარგლებს გარეთ არავის უტოვებს ეჭვს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მას გამარჯვებულად დაასახელებს. ბელორუსის ოპოზიცია, რომლის ლიდერები საზღვარგარეთ არიან ან ბელორუსში გისოსებს მიღმა იმყოფებიან, არ ცნობენ კენჭისყრის ლეგიტიმურობას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.