ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღაზის სექტორიდან მოსახლეობის გადასახლება ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღაზის სექტორიდან მოსახლეობის გადასახლება ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს

ღაზის სექტორიდან მოსახლეობის გადასახლება ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს, - ამის შესახებ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბადრ აბდელატიმ განაცხადა.
„გადასახლება ვარიანტს არ წარმოადგენს. ეს ეგვიპტისთვის წითელი ხაზია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, „საკუთარი სამშობლოდან ხალხის გადასახლების არანაირი მორალური, სამართლებრივი და ეთიკური საფუძველი არ არსებობს“.
„ის, რაც ადგილზე ხდება წარმოუდგენელია. იქ გენოციდი მიმდინაროებს, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და ისრაელის მიერ ხელოვნურად შექმნილი შიმშილი“, - აღნიშნა აბდელატიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.