ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეგვიპტის პრეზიდენტი - ღაზაში ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დამაიმედებელი ინფორმაცია მივიღე

ეგვიპტის პრეზიდენტი - ღაზაში ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დამაიმედებელი ინფორმაცია მივიღე

ღაზაში ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დამაიმედებელი ინფორმაცია მივიღე, - ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ განაცხადა.
„გუშინ შარმ-ელ-შეიხში კატარის, ეგვიპტის დელეგაციები და პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათგან მიღებული შეტყობინებები ძალიან დამაიმედებელია“, - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.
ამასთან, აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეგვიპტეში მიიწვია, რათა შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ხელშეკრულებას ხელი პირადად მოაწეროს.
ცნობისთვის, ღაზაში ომის დასრულების შესახებ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებები ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. „ჰამასის“ ცნობით, დღეს მხარეებმა პატიმრებისა და მძევლების სიები გაცვალეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.