დღის წესრიგშია, პირველ რიგში, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას თვითონ ევროკავშირთანაც

დღის წესრიგშია, პირველ რიგში, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას თვითონ ევროკავშირთანაც
დღის წესრიგშია, პირველ რიგში, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას თვითონ ევროკავშირთანაც, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ფრთხილი, პრაგმატული პოლიტიკა და ეცადოს, რომ ურთიერთობები ყველასთან დაალაგოს.
„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, ბატონი ტრამპის ღირებულებებით ნაწილში და პოლიტიკურ ნაწილში სრული თანხვედრა გვაქვს. მას აქვს უამრავი პრობლემა დასალაგებელი. პირველ რიგში, უკრაინაში ომის დასრულება. იგი გვპირდება, რომ 100 დღის განმავლობაში ამ ყველაფერს მოახერხებს, რაც ავტომატურად აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ვინაიდან გაქრება ის ბინძური ინტერესი, რაც იყო მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ფრთხილი, პრაგმატული პოლიტიკა. უნდა ვეცადოთ, რომ ყველასთან ურთიერთობები დავალაგოთ. რა თქმა უნდა, დღის წესრიგშია, პირველ რიგში, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას თვითონ ევროკავშირთანაც“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც