ფაქტია უკვე ის, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება

ფაქტია უკვე ის, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება
ფაქტია უკვე ის, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ახალ პრეზიდენტს აქვს მწვავე აღქმა იმისა, რომ ომი ცუდია, როდესაც ის არაფერს ემსახურება.
„ფაქტია უკვე ის, რომ აშშ-ში ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ ჩვენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, რის შესახებ მზაობა მაღალ დონეზე, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არა ერთხელ გაცხადდა. ეს იმედი ეფუძნება იმას, რომ ახალ პრეზიდენტს აქვს მწვავე აღქმა იმისა, რომ ომი ცუდია, როდესაც ის არაფერს ემსახურება, რომ ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და ამდენი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, აუცილებლად უნდა დასრულდეს და რომ არ შეიძლება ახალი საომარი კერები იხსნებოდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ეს ასე სურს.
რა თქმა უნდა, ეს ემთხვევა ჩვენს მშვიდობის ხედვას და იმ ანტიმილიტარისტულ საქმიანობას, რასაც „ქართული ოცნება“ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ეწევა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც