დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა. ვიზიტს მონიტორინგის ხასიათი ექნება, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში პერიოდულად ხორციელდება. ვიზიტის დროს, თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, საქართველოს პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, შეხვედრისას დელეგაციის წევრებს არჩევნებისა და მიმდინარე პროცესების ირგვლივ ინფორმაციას მიაწვდიან.
დელეგაცია ვიზიტს 16 იანვარს დაასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც

რასა იუკნევიჩიენე – არ ვაღიარებთ ხმის მიცემას ან მის შედეგებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში – იქნება ეს ,,ნამესტნიკი”, მეორე მდივანი თუ ,,პრეზიდენტი”, მოსკოვი თავის კაცს აგზავნის იმის სამართავად, რაც ოკუპირებული აქვს