ადვოკატის ინფორმაციით, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან პენიტენციურ დაწესებულებაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აპირებს შესვლას

ადვოკატის ინფორმაციით, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან პენიტენციურ დაწესებულებაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აპირებს შესვლას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
„რამდენიმე წუთში გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოვინახულებ ანდრო ჭიჭინაძეს. დღეს განსხვავებული შეხვედრა იქნება.
ანდროსთან ციხეში საგამონაკლისო წესით ჩემთან ერთად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი თანამდებობის პირები შევლენ.
ეს არის კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერისა და სინდისის პატიმრების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის!“ – წერს მიგინეიშვილი „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გამყრელიძე – „გაპრეზიდენტების“ შემთხვევაში, მარატ კამბოლოვი მზად იქნება ხელი მოაწეროს ყველაფერს, მათ შორის რუსეთის სივრცეში ანექსირებას – ეს ძალიან დიდი ინსტრუმენტია რუსეთის ხელში, მორჩილებაში ამყოფოს საქართველოს ხელისუფლება