ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დღეს სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს

დღეს სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს

დღეს სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. მას ბრალი უკვე წარედგინა – ოქრუაშვილს პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. მუხლი, რომლითაც საქმე არის აღძრული, ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას.
ოქრუაშვილთან კომისიას კითხვები ჰქონდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ის სხვადასხვა დროს იყო “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.